ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეები თევზის გადამამუშავებელ ქარხნებთან გეგმავენ პროტესტის გაგრძელებას

ფოთში მიმდინარე აქციის მონაწილეები ფეხით მსვლელობას აწყობენ. ისინი ფოთის შესასვლელში მდებარე თევზის გადამამუშავებელ ქარხნებთან გეგმავენ პროტესტის გაგრძელებას.
„ჩვენ ვითხოვთ მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას. მოვახდენთ ახლა ქარხნების პიკეტირებას და გადავკეტავთ ცენტრალურ საავტომობილო გზას. პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს, ერთხელ სამუდამოდ უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვოვა ამბალიამ.
შეგახსენებთ, მოსახლეობა აცხადებს, რომ ქაფშიის სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში თევზის გაუსაძლისი სუნია.

























