შუახევის მუნიციპალიტეტში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტში, ბარათაულის თემის სოფელ ვანში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სამივე საცხოვრებელი სახლი ცენტერაძეებს ეკუთვნით. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას შუახევის მერია შეისწავლის და შესაბამის დახმარებას გაუწევს“, - განაცხადა შუახევის მერიის რწმუნებულმა ბარათაულის თემში, ჯამბულ ქათამაძემ.