ზვიად შალამბერიძე და მარიამ ქვრივიშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდნენ და ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს

ზვიად შალამბერიძე და მარიამ ქვრივიშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდნენ და ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი, მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდნენ და ტურიზმის მიმართულებით 2019 წელს განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე 2020 წლის გეგმებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვით იმერეთის რეგიონი ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება.

მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2020 წლიდან ემატება ახალი ტერმინალი, იგეგმება ფრენების რაოდენობის გაზრდა, რაც რეგიონში ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ესწრებოდნენ.