რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქციის მოწყობა იგეგმება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქციის მოწყობა იგეგმება

"ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება" - ამ ლოზუნგით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქციის მოწყობა იგეგმება, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან, დაცლის პირას მყოფ სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, აგრეთვე, რეგიონში ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასა და კერძო პირს.