ბათუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება - მსვლელობა 6 მაისის პარკიდან დაიწყება

ბათუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება - მსვლელობა 6 მაისის პარკიდან დაიწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, "ევროპული საქართველოდან" პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ ბათუმში დღეს დაგეგმილი აქცია-მსვლელობის მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იქნება. როგორც ზამბახიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ისინი დანებებას არ აპირებენ, რადგან ქართველი ხალხი და ოპოზიცია ერთიანია და მათ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ.

"დღეს იმართება აქცია და მსვლელობა იმისთვის, რომ მოვთხოვოთ ხელისუფლებას პროპორციული არჩევნები. იცით, რომ რამდენიმე კვირაა მოატყუეს ქართველი ამომრჩეველი და უარი თქვეს პროპორციულ არჩევნებზე. ახლა სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობენ, ეს არჩევნები სხვადასხა სახეშეცვლილი ვარიანტი შემოგვთავაზონ, მაგრამ მთავარი მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები და ამავე დროს მთავარი მოთხოვნა და პრინციპია, რომ 2024 წელს, როგორც 2020 წლის და მერე ჩატარებული ყველა არჩევნები იყოს პროპორციული და ამის წართმევას ცდილობს ხელისუფლება მანიპულაციებითა და რაღაც ხრიკებით, თუმცა ვფიქრობ, მათ არაფერი გამოუვათ, რადგან ქართველი ხალხი არის ერთიანი, ოპოზიცია არის ერთიანი და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოპარული არჩევნები და პროპორციული სისტემა დავაბრუნებინოთ და სწორედ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ , როგორი წარმომადგნელობით შევა საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა ზამბახიძემ.

მათი ინფორმაციით, მსვლელობა 6 მაისის პარკიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე, ბათუმის მერიასთან დასრულდება, სადაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ.

იხილეთ ვიდეო