ქუთაისში მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა სტიკერები წარწერით: "ამ სისტემის დედაც" გააკრეს

ქუთაისში მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ქალაქის ქუჩებში სტიკერები წარწერით: "ამ სისტემის დედაც" გააკრეს. სამოქალაქო აქტივისტები 15 წლის მოზარდის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას ძალოვანი უწყების სისტემური რეფორმისკენ მოუწოდებენ.
"სოლიდარობას ვუცხადებთ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახს. ის სისტემას ემსხვერპლა. პოლიციის გამო, ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ძალოვანი უწყებების სისტემური რეფორმისკენ",-განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.

























