ანონსი 22 დეკემბერი

22 დეკემბერს, 13:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში არასამთავრობო ორგანიზაციები დავით ქაცარავასთან ერთად მოსახლეობას შეხვდებიან და მათ საჭირო ტანსაცმელს, საკვებს გადასცემენ, გაუწევენ სამედიცინო და იურიდიულ კონსულტაციას.
საკონტაქტო: ნატალია ხოხიაშვილი - 577652960
22 დეკემბერს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. დელეგატების რეგისტრაციის პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.
22 დეკემბერს, 14:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები და მათ მიერ დაფუძნებული ფონდი "დათუჩა" საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავენ, სადაც ხელით შექმნილი ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა ნივთები გამოიფინება და გაიყიდება. მის: კოსტავას ქ.#47 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარე, სასტუმრო ''ევროპის'' გვერდით).
საკონტაქტო პირი: 593 53 45 24
22 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე საბურთალოზე, სერგო ზაქარიაძის N3-ში მოსახლეობის ინიციატივით მოწესრიგებულ ეზოს დაათვალიერებს.
საკონტაქტო: გვანცა პაპავაძე - 591 00 49 31
22 დეკემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი 1991-92 წლების მოვლენების სამართლებრივ შეფასებას მოითხოვენ.
22 დეკემბერს, 17:00 საათზე, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა გაიმართება.

























