ანონსი 20 დეკემბერი

20 დეკემბერს, 09:30 საათზე, ნარჩენების მართვის სტრატეგიის შექმნის მიზნით, თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის გრანტის ხელშეკრულება გაფორმდება.
მის: თბილისის მერია, შარტავას N7
საკონტაქტო: ეკა ბახუტაშვილი - 598163235
20 დეკემბერს, 10:00 საათზე, დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
მის: სასტუმრო "შერატონი"
20 დეკემბერს, 10:00 საათზე, „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელი ორდღიანი ფორუმი გაიხსნება.
მის: King David Residences, მერაბ ალექსიძის ქ. #12
20 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
საკონტაქტო: 2 28-17-54
20 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება
კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)
საკონტაქტო:2 28-17-12
20 დეკემბერს, 10:30 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ,,ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” პოლიციის საქმიანობაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს. საკონტაქტო: სალომე აჩბა-593 73 75 03
20 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე, დიდუბის, ვაგზლის მოედნის და სპორტის სასახლის მეტროების მიმდებარედ და ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე С ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის საკომუნიკაციო პროგრამის პრომო აქცია მოეწყობა.
საკონტაქტო: 551150773
20 დეკემბერს,10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მსახიობი ლაშა კანკავა და რეჟისორი იბრაჰიმ იბრაჰიმიანი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ირანულ - ქართული მხატვრული ფილმის „დაბლენდის“ პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“. ფილმის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24
20 დეკემბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას 100 დღის ანგარიშს წარუდგენს და მომავალი წლის გეგმებს გააცნობს.
მის: აბდუშელიშვილის ქ.N1; სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
საკონტაქტო პირები: თეო ჭონიშვილი 577 190 087
თეო კერძევაძე 577 190 096
ლილი გოგოხია 595 161 660
20 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაცია, რომელსაც მამუკა არეშიძე ოსური წყაროებიდან ფლობს- მოსალოდნელია, თუ არა ექიმის გათავისუფლება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24
20 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიათეკაში ფსიქოლოგები და ფსიქიატრები პრესკონფერენციას გამართავენ: 1. თამარ გაგოშვილი - ნეიროფსიქოლი, 2. ნინო ოკრიბელაშვილი - ფსიქიატრი, 3. ნატა მეფარიშვილი - ბავშვთა ფსიქოლოგი, 4. ეკა ჭყონია - ფსიქოლოგი, 5. დავით ზურაბიშვილი - ბავშვთა ფსიქიატრი, 6. გიგა მამინაშვილი - ფსიქოლოგი.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 76
20 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, ტერმინალში, „ალდაგი“ მცირე და საშუალო კომპანიებს სარეკლამო სერვისების მიღებაში დახმარების საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომელშიც პარტნიორი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას: ფავორიტი; პრომო ჰაუსი; პრომოუტერი; პანორამა; KM ინტერიერის დიზაინი; LTS ინტერიერის დიზაინი; მატერპორტ ჯორჯია; უნიფექტორი.
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასულიერო პირები: დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი ლევან ალადაშვილი და მღვდელი თეიმურაზ ქორიძე, „მედიაცენტრ მთავარში“ საპატრიარქოს სახელით პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: გახშირებული სუიციდი მოზარდებში.
მის: გალის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სასულიერო პირები და “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით საუკეთესო პრაქტიკის მეორე ეროვნული კონფერენცია და საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
საკონტაქტო: ხათუნა მანწკავა; 595 55 81 81
20 დეკემბერს, 12 :00 საათზე, კაფე „ლოლიტას" საკონფერენციო დარბაზში-„მწვანე ტურიზმი - სუფთა გარემო“ შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას დაესწრება მარიამ ქვრივიშვილი, დანიელ ჰაასი და კატია კამერერი. გაიმართება ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.
მის: თ. ჭოველიძის ქუჩა № 7
20 დეკემბერს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც ეძღვნება თსუ-ში სპარსული ენის სწავლების საუკუნოვან ისტორიასა და თსუ-ის ირანისტიკის კათედრის დაარსების მე-80 წლისთავს.
მის.: ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ს პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი
20 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას, დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდ „KEDARIVENTURES.COM”-სა და „EBG.GE”-ს შორის საპარტნიორო შეთანხმების მემორანდუმი გაფორმდება. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სიახლეები, „KEDARI VENTURES” -ში შემავალი სხვა პროექტების შესახებაც: Ebg.ge, translate.ge, price.ge, wedder.ge, RugbyStore.ge.
ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურებისა და წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მის: ჭავჭავაძის გამზირი N82;
საკონტაქტო : ქრისტინე პახომოვა - 557 905 443
20 დეკემბერს, 13:00 საათზე, განათლების სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელთან, “ქართული დასის” ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, ბრიფინგს გამართავს.
თემა: რას მალავს გამოძიება, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, მერამდენე მსხვერპლია განათლების სისტემაში არსებული განუკითხაობის და ვის აფარებს ხელს ხელისუფლება
საკონტაქტო: 577 18 99 42; 570 70 01 33
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანისა და რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, კოლეჯ „სპექტრში“ სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა" დახურვის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან და მოსწავლეებს სიგელებს გადასცემენ საქართველოს განათლების, მეცნიერების ,კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
მის: ჭიჭინაძის ქ. N10
საკონტაქტო: 2401687
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: ჩუღურეთი, პაატა სააკაძის 1; კავკასიის უნივერსიტეტი
საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51
20 დეკემბერს, 15:00 საათზე , ბათუმში ცნობილი სპიკერები ტურიზმზე ისაუბრებენ. მის: ბათუმი, სასტუმრო “Best Western Premier“
20 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოების შეხვედრა გაიმართება.
თემა: 520-ე დადგენილება და მის რისკები; ხელფასების შემცირება და ხელფასების ადაგვიანება, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის ანაზღაურების 6-7 თვიანი დაგვიანებით; მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის და მედ პერსონალის მიერ გამოხატული სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ.
20 დეკემბერს, 16:00 საათზე, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise -ის მიერ მომზადებული დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება.
მის. სასტუმრო იოტა, მიხაილ ლერმონტოვის #10
საკონტაქტო: დავით ქუტიძე 598 30 63 20
20 დეკემბერს, 16:30 საათზე, მსოფლიო სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს კარიტასი სოციალური კამპანია #ემეგობრეს ფარგლებში, აქციას “სოლიდარობის ჯაჭვი” გამართავს.
მის: მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია
20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.
მის: რუსთავი, ფიროსმანის ქ. #17
20 დეკემბერს, 18:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცენტრალურ ოფისში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
მის: ონიაშვილის 37
საკონტაქტო: 598 89 00 21
20 დეკემბერს, 18:00 საათზე, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „ბრიტანეთის საბჭოს“ თანამშრომლობით შემოქმედებითი ნაპერწკლის საგრანტო პროგრამის 2018-19 წლების შემაჯამებელი ღონისძიება - „მეწარმეობა უმაღლეს განათლებაში - შემოქმედებითი ნაპერწკლის პროგრამის მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართება.
მის.: სასტუმრო "რუმსი", Central Room
20 დეკემბერს 19:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, მიუზიკლის „სამგროშიანი ოპერა“ პრემიერა გაიმართება.
მის.: გ. ლეონიძის #11ა. (აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი)
20 დეკემბერს, 19:00 საათზე , კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ზვიად კორძაძის გამომცემლობის“ პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო: 599 50 77 75
20 დეკემბერს 19:00 საათზე, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმსხვილესი აუთლეტ-ჰიპერმარკეტი „კონტეინერი“ გაიხსნება.
მის: მარშალ გელოვანის გამზ. N36
საკონტაქტო: 595 74 64 40, ლიზა

























