ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში , საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჭრილ წევრს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხეს არ ემუქრება.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. იგი ყელის არეში არის დაჭრილი.

"შემოყვანილია 29 წლის მამაკაცი, რომელსაც ორი ჭრილობა აღენიშნება. კისრისა და წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა, თუმცა კისრის არეში ჭრილობა ღრმაა, დაზიანებული იყო მცირე ვენა , დაზიანებული იყო ხორხის ზედაპირი, მას ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი ხელოვნური სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმე, მაგრამ სტაბილურია",- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.

იხილეთ ვიდეო: დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა