ფოთში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, სოლიდარობის აქცია გაიმართა

ფოთში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, სოლიდარობის აქცია გაიმართა

ფოთში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, სოლიდარობის აქცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბნენ და ფოთის პოლიციის სამმართველომდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები წარწერით: ,,სისტემა კლავს” და ,,ამ ცხოვრების დედაც” გამოფინეს. მათ მსგავსი შინაარსის წარწერები დატოვეს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზეც.

აქციის მონაწილეებმა ყველა იმ პირის დასჯა მოთხოვეს, ვინც 15 წლის ლუკა სირაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

,,მთელი საქართველოს მასშტაბით, რა საპროტესტო აქციაც ტარდება, იმ აქციას ვუერთდებით. ბავშვმა დაწერა „ამ ცხოვრების დედაც“ და ამისთვის პასუხი აგებინეს. რაღაც პროტესტი გაუჩნდა ახალგაზრდას ამ დაქცეულ ქვეყანაში და ამის გამო თავი მოაკვლევინეს. ვაპროტესტებთ, ამით ჩვენს შვილებს ვიცავთ. ვიღაცის კარზე, რომ მოაკაკუნონ მერე ძალიან გვიანი რომ არ აღმოჩნდეს, ამიტომ უნდა გამოფხიზლდეს ერი. ეს სისტემა უნდა დაინგრეს. დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი პროტესტი გამოხატოს, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში. როდესაც სიმართლეს ამბობ,მტრად რომ მიაჩნიხართ ისეთ დაქცეულ ქვეყანაში ვართ და ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რათა შევცვალოთ ეს მოცემულობა“,- განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.