15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბათუმში მდუმარე აქცია იმართება

15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამნაშავე პირების დასჯას ბათუმში მოქალაქეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ. ისინი ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები და მდუმარე აქციას მართავენ, მათ ოპოზიციის წევრებიც შეუერთდნენ.
"ვის აქვს გარანტია, რომ ხვალ მის შვილს არ შეემთხვევა ის, რაც ლუკას დაემართა?! ის არის სისტემის მსხვერპლი. უნდა გავერთიანდეთ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ, მე უფრო მეტ ხალხს ველოდები, არ შეიძლება გულგრილად უყურო ამ ყველაფერს", -აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი ბოლქვაძე.

























