ლოზუნგით „გუშინ შენი შვილიც მოკლეს" - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა

ლოზუნგით „გუშინ შენი შვილიც მოკლეს" - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა

„გუშინ შენი შვილიც მოკლეს", - ამ ლოზუნგით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა. უნივერსიტეტთან მოსწავლეები და სტუდენტები შეიკრიბნენ და გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მსვლელობას აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გეგმავენ.

"უნივერსიტეტთან აქცია იმის ხაზგასასმელად გავმართეთ, რომ ლუკასაც ჰქონდა მომავალი, რომელიც დაენგრა, ახლა არ არის პოლიტიკური განწყობების და შეხედულებების გამოხატვის დრო, ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ", - განაცხადა ორგანიზაცია "ალტერნატივის" წარმომადგენელმა ხათუნა ბერიძემ.