თელავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოსთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ

„ამ ცხოვრების დედაც", „სისტემა კლავს“ - ამ შინაარსის წარწერებით, თელავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოსთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოითხოვენ, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
„ჩვენ მდუმარე, ერთ საათიან აქცია ვმართავთ და ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს. ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც უფლებამოსილებას აჭარბებს და ბოროტად იყენებს. შესაცვლელია სისტემა. უნდა წავიდეს მოძალადე მთავრობა“, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგოლაშვილმა.

























