რუსთავში, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სამართლიანი გამოძიების ჩატარება მოითხოვეს

სამოქალაქო აქტივისტებმა, რუსთავში, კოსტავას გამზირზე ბიჭუნას სკულპტურასთან მშვიდობიანი აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებმა გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ფოტოები სკულპტურაზე გააკრეს და სანთლები დაანთეს. აქტივისტებმა შესაბამის უწყებას სამართლიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების დასჯა სთხოვეს.
„პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებთ ლუკას ოჯახს და ვუსურვებ, რომ ღმერთის დახმარებით გადაეტანოთ ეს ტრავმა. აქვე მინდა დავძინო, რომ გამართულად უნდა მუშაობდეს საქართველოში ფსიქოლოგის ინსტიტუტი, რომ ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს და ბავშვი მეურვესთან, მშობელთან ან ფსიქოლოგთან ერთად უნდა შევიდეს ნებისმიერ დაკითხვაზე. სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ და ვიმედოვნებ, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ იქნება საქართველოში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში სამოქალაქო აქტივისტმა გივი შანიძემ.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად რუსთაველმა აქტივისტებმა ქუჩებში, ტროტუარებზე და შენობებზე წარწერები „ამ ცხოვრების დედაც!" გააკეთეს.

























