თელავის მერიასთან წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს

თელავში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 15 წლის მოზარდის გარდაცვალება გააპროტესტა. ბადურ რევაზიშვილმა მუნიციპალიტეტის მერიასთან წითელი საღებავით, წარწერა "ამ ცხოვრების დედაც" გააკეთა.
მისი თქმით,ლუკა სირაძე არასწორი მმართველობის მორიგი მსხვერპლია და მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია. ოპოზიციონერმა,შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგვიანებულ რეაგირებაში დაადანაშაულა და განმარტა,რომ ერთი გამომძიებლის დაკავებით სამართლიანობა ვერ აღდგება.
პროტესტის აღნიშნული ფორმა, "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ერთმა წევრმა გამოხატა.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

























