სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ზუგდიდის და სამხარეო პოლიციის შენობებთან წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც" გააკეთეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ზუგდიდის და სამხარეო პოლიციის შენობებთან წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც" გააკეთეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ზუგდიდის და სამხარეო პოლიციის შენობებთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა წარწერები "ამ ცხოვრების დედაც" "პატარა ბარბარემ წერა არ იცოდა" გააკეთეს. მათი თქმით, 15 წლის ლუკა სირაძე ამ სისტემას შეეწირა.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის დარიკო არქანიას თქმით, ისინი ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყოს.

"ლუკა იყო 15 წლის მოზარდი, რომელსაც ჰქონდა შინაგანი პროტესტი, რომელმაც ამ ფორმით გამოხატა პროტესტი, სკოლის კედლებზე მიაწერა "ამ ცხოვრების დედაც" იმის ნაცვალად რომ გულთან ახლოს მიეტანათ მისი პრობლემა სკოლას და დირექტორს, ჩააბარეს პოლიციას. ძალადობით, დაშინებით და შანტაჟით ბავშვი იმ დონეზე მიიყვანეს, რომ ვნახეთ რა შედეგიც დადგა. ჩვენ ახალგაზრდები ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს იყოს ბოლო და მეტი არ განმეორდეს. სისტემა ყარს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს სისტემა შევცვალოთ. აქ ორი წარწერა გავაკეთეთ, ერთი ამ "ცხოვრების დედაც" და მეორე "პატარა ბარაბარე რაფალიანცმა წერა არ იცოდა" ეს ხელისუფლება, რომ მოვიდა შეიწირეს ბარბარე რაფალიანცი. ამ წარწერებით ავაჭრელებთ ქალაქს, რომ გაიგონ ჩვენი ხმა, რომ იყოს ბოლო ეს მოზარდი, რომელიც შეიწირა ამ მყრალმა სისტემამ. პოლიცია უნდა მოეგოს გონს. დასაკარგი ახალგაზრდები არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა დარიკო არქანიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს სამხარეო ადმინისტრაციასთან წარწერის გაკეთების საშუალებას დაცვის პოლიცია არ აძლევდა, თუმცა აქტივისტებმა შენობის შესასვლელთან წარწერები მაინც გააკეთეს.