15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო , ქუთაისში აქტივისტებმა წარწერები - „ამ ცხოვრების“ დედაც“ გააკეთეს

"ამ ცხოვრების დედაც"- ამ შინაარსის წარწერა ქუთაისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა აქციის შემდეგ პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. აქციის მონაწილეები 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას და მასზე პოლიციის შესაძლო ზეწოლის ფაქტს აპროტესტებენ.
" ვაპროტესტებთ, მოზარდის გარდაცვალებას, რომელიც სისტემას ემსხვერპლა. რამდენიმე ადგილას დავწერეთ ტექსტი, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა და ამით გამოვხატეთ პროტესტი",-განაცხადა მიხეილ გეგეშიძემ

























