15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია გაიმართა

15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  ქუთაისში აქცია გაიმართა

ქუთაისში მესხიშვილის თეატრთან აქცია_პერფორმანსი გაიმართა. მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" და "სირცხვილიას" წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები მოწოდებით "სისტემა ყარს" შეიკრიბნენ. მათ წარწერით " ამ ცხოვრების დედაც" ბანერი გამოფინეს. ისინი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ.

"სისტემა, რომელიც წლების წინ ჩამოყალიბდა და დღესაც გრძელდება, უნდა დაინგრეს. რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა არის სისტემის ბრალი, რომელიც ხალხმა უნდა დავასრულოთ. გამოვეხმაურეთ მოზარდის გარდაცვალების ფაქტს, რომელმაც ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს უნდა დავასრულოთ",-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.