ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართულ მხარეს სოფელ წნელისთან სროლებში ადანაშაულებს
.webp)
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი სოფელ წნელისთან ქართულ მხარეს ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დე ფაქტო უწყების პრესსამსახური იუწყება.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებულ პუნქტთან, 13-დან 15 დეკემბრამდე პერიოდში, დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან გასროლის, ასევე უპილოტო საფრენი აპარატიდან ე.წ. რესპუბლიკის სიღრმეში დაზვერვის ფაქტები, მათ შორის, ღამით.
პრესსამსახურში, ასევე, განაცხადეს, რომ ქართული მხარე ტერიტორიაზე ახორციელებს პოლიციის პირადი შემადგენლობის ყოველდღიურ როტაციას.

























