აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ წევრმა ცოტნე ანანიძემ ზღვაში ბოთლი ჩაუშვა წარწერით -„თავისუფლება ვაჟა ექიმს“

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ წევრმა ცოტნე ანანიძემ ზღვაში ბოთლი ჩაუშვა წარწერით -„თავისუფლება ვაჟა ექიმს“

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ცხინვალის იზოლატორში დაკავებულ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

დეპუტატმა სიმბოლურად შავ ზღვაში ბოთლი ჩაუშვა, წარწერით "თავისუფლება ვაჟა ექიმს" .

"ზღვა კავშირია მსოფლიოსთან. სიმბოლური, ყველასთვის ნაცნობი ფორმა - წერილი ზღვაში. #FreedomforDoctorVaja #თავისუფლებავაჟაექიმს", - აცხადებს ცოტნე ანანიძე.