ცნობილი სპიკერები ბათუმში ტურიზმზე ისაუბრებენ

20-21 დეკემბერს, ცნობილი სპიკერები ბათუმში ტურიზმზე ისაუბრებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ციფრული მარკეტინგი, ბრენდინგი ტურიზმში, სტრატეგიული კომუნიკაციები, სერვისის მნიშვნელობა ტურიზმში, გასტრონომია ტურიზმში და ტურიზმის მენეჯმენტი - იმ თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ტურიზმის სექტორს გამოცდილებას პროფესიონალები გაუზიარებენ.

„ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამების ფარგლებში სასტუმრო “Best Western Premier”-ში ჩატარდება. მასზე დასწრება აჭარაში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლება, თუმცა შეზღუდული ადგილებიდან გამომდინარე აუცილებელია რეგისტრაცია 19 დეკემბრამდე შემდეგ ბმულზე -https://forms.gle/iLNpwzyzefyDRxhd9 გაიარონ. შერჩეულ კანდიდატებს პასუხი ტრენინგების დაწყებამდე ეცნობებათ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრენინგები 20 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიხსნება.

























