საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 96 წლის მამაკაცი ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 96 წლის მამაკაცი ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.

თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა გორა ღარიბაშვილი ქართველ სამართალდამცველებს გამყოფ ხაზთან გადასცეს.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, 96 წლის მამაკაცი ცხინვალში არ გადაუყვანიათ, იგი ოკუპირებული ახალგორის მილიციის განყოფილებაში ჰყავდათ.

იხილეთ ვიდეო: სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება