„ნაცმოძრაობის“ წევრი - ჭიღვარიამ თავად დაადო დღეს ქუთაისის მერიას ბოქლომი

„ნაცმოძრაობის“ წევრი - ჭიღვარიამ თავად დაადო დღეს ქუთაისის მერიას ბოქლომი

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში დაგეგმილ აქციაზე ქუთაისიდან საჯარო მოხელეების წასვლას ბრიფინგით გამოეხმაურა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას განცხადებით, მერია და სრულად ქუთაისი პარალიზებულია, რადგან მერი, მოადგილეები და თანამშრომლები თბილისში არიან წასული.

„დღეს ვართ აბსურდის მომსწრე. მერი, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად თბილისშია წასული. მოქალაქეს რომ შეხვდეს, მერიაში არავინაა დარჩენილი. ჭიღვარიამ თავად დაადო დღეს მერიას ბოქლომი და იძულებული გავხდით ჩვენ მოგვეხსნა ეს ბოქლომი, რომ შენობაში მოსულ მოქალაქეებს პასუხის გამცემი დახვდეს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლო ხელისუფლების ნაცვლად და შემოვლას ვაწარმოებთ ქალაქში. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებულები წაიყვანეს აქციაზე“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.