ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას ზუგდიდიდან 5000-მდე ადამიანი უერთდება

თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად ზუგდიდიდან უკვე გამოემგზავრნენ. პარტიის მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეები, მათ შორის მერიის და საკრებულოს წევრები, ააიპ-ების თანამშრომლები და პედაგოგები შეუერთდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდიდან დედაქალაქში 5000-მდე ადამიანი გაემგზავრა.
„საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. შესაბამისად, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰქონდა კვირეული, რომელიც სრულდება გრანდიოზული შეკრებით, რომელსაც ზუგდიდიდან 5000-მდე ადამიანი უერთდება. მოქალაქეებმა გამოხატეს დასწრების სურვილი და ჩვენც ვუერთდებით მას. მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ჩვენი ევროსტრუქტურებში გაწევრიანების“,- აცხადებს მამუკა წოწერია.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ევროსაბჭის თავმჯდომარეობის აღნიშვნის ღონისძიება გაიმართება.

























