თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ არბოშიკში ჯგუფურად მომხდარი მკვლელობის და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ არბოშიკში ჯგუფურად მომხდარი მკვლელობის და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლე თამარ კაპანაძემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს დავით ჯავახიშვილს, თორნიკე მანჯავიძეს და ტარიელ ლამაზოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდება, დაკავებულებს 65 წლის თამარ ბაღაშვილის განზრახ მკვლელობას და ყაჩაღობას ედავება.
ფაქტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში გასულ კვირას მოხდა.
თავდამსხმელება თავდაპირველად 65 წლის ქალი მოკლეს, მისი კუთვნილი ძვირფასი ნივთები და 3100 ლარი წაიღეს. მოკლული ქალი საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა ნახეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























