რუსთავში, კოსტავას გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ორი პირი დაშავდა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ორი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ორივე ხარაჩოზე იდგა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ერთ-ერთ მამაკაცს პოლიტრავმა აღენიშნება, მეორე დაშავებულს კი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად პირველადი ინფორმაციით, გულმკერდის არეში აქვს ტრავმა, ასევე აღენიშნება მენჯის ძვლის მოტეხილობა.

























