რუსთავის სასაფლაოზე ხანძარია

რუსთავის სასაფლაოზე ხანძარია. ცეცხლი ე.წ კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძველ სასაფლაოზე გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი დაახლოებით 100კვ. მეტრ ფართობზე, ხმელ ბალახზეა მოდებული.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

























