ბათუმში, საზღვაო აკადემიის შენობასთან „ნაცმოძრაობის“ წევრები და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები იკრიბებიან

ბათუმში საზღვაო აკადემიის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს საზღვაო აკადემიაში ელოდებიან.

























