დმანისში ალეკო ელისაშვილს ბანერი წარწერით - "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში! კახაბერ ოქრიაშვილი" დაახვედრეს

დმანისში ალეკო ელისაშვილს ბანერი წარწერით - "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში! კახაბერ ოქრიაშვილი" დაახვედრეს

„სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ფარგლებში, დმანისში ჩასულ ალეკო ელისაშვილსა და მოძრაობის სხვა წევრებს, დმანისის შესასვლელში, დმანისისა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ბანერი წარწერით - "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში! კახაბერ ოქრიაშვილი" დაახვედრა.

ასევე პლაკატები წარწერით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო " დახვდა ელისაშვილს დმანისის ბაზარში, სადაც ის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.