სასამართლო მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ზუგდიდის რაიონული სასამართლო, ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე დააყენა. მისი თქმით, საქმე ეხება სქესობრივ კავშირს და საქმეში არის ისეთი მასალები, რაც კონფიდენციალურია.
თავად დაზარალებული სხდომას არ ესწრება.
ჩხოროწყუში პოლიციის თანამშრომელს მამაკაცის გაუპატიურებაში ედება ბრალი. ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 137 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

























