გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და ლიდერებმა ქუთაისში ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მსვლელობა გამართეს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და ლიდერებმა ქუთაისში მსვლელობა მოაწყვეს. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს ბროშურები დაურიგეს და ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
„ხვალ გვაქვს მშვიდობიანი აქცია. კიკვიძის სკვერიდან ცენტრალურ მოედანზე მსვლელობით მივალთ. მშვიდობიანი აქციით გამოვხატავთ პროტესტს, იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება. ქუთაისი ღირსეულად შეუერთდება ამ აქციას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

























