გოგი წულაია - ქარის დამთესავი, ქარიშხალს მოიმკის - ასე დაემართა „ნაცმოძრაობას" და ასევე დაემართება „ქართულ ოცნებას“

გოგი წულაია - ქარის დამთესავი, ქარიშხალს მოიმკის - ასე დაემართა „ნაცმოძრაობას" და ასევე დაემართება „ქართულ ოცნებას“

ქარის დამთესავი, ქარიშხალს მოიმკის. ასე დაემართა „ნაციონალურ მოძრაობას" და ასევე დაემართება „ქართულ ოცნებას“, - ასე გამოეხმაურა პარტია „თავისუფალი საქართველო" ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს.

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია თვლის, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა და ხელისუფლება ხალხს იყენებს.

„ნუ დააპირისპირეთ ხალხი ერთმანეთს, ეს არ მოიტანს კარგ შედეგს. ქარის დამთესავი, ქარიშხალს მოიმკის, ამას ვაფრთხილებდი „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას". ძლივს გამოვედით 90-იანი წლების პროლემებიდან და იქ ნუ დაგვაბრუნებთ. ორპოლუსიანი არჩევნებისთვის ხალხს ნუ იყენებთ. ცოცხის და კვერცხის ფული თუ გაქვთ, ცოცხი დამლაგებლებს დაურიგეთ და კვერცხი გაჭირვებულ ადამიანებს“, -განაცხადა გოგი წულაიამ.