ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის კარს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბოქლომი დაადო, რასაც ხმაური მოჰყვა

ქუთაისში  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის კარს  "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბოქლომი დაადო, რასაც ხმაური მოჰყვა

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის კარს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბოქლომი დაადო და განაცხადა, სადაც ოპოზიცია გამოჩნდება, ყველგან დააბოქლომებენ.

ოფისიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოვიდნენ, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა მდგომარეობის განმუხტვა შეძლეს.