ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი ფიცარნაგს წაეკიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გარდაცვლილი მამაკაცია.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო და სახანძრო ჯგუფები ადგილზე 7 წუთში მივიდნენ. ადგილზე 4 ჯგუფი მუშაობდა და ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.