„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თამჯდომარემ, ბოქლომი ფოთის რაიონული პროკურატორის ეზოში შეაგდო

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ფოთის რაიონულ პროკურატურასთან გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ შენობის შესასვლელთან ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა, რასაც კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თამჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ ბოქლომი პროკურატორის ეზოში შეაგდო.
„დღეს ვერ შევძელით ვერც ერთი შენობის „დაბოქლომება“, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ეს პროცესი გაგრძელდება, აქციებს არ შევწყვეტთ და საწადელ მიზანს მივაღწევთ“, - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

























