22 ნოემბერს ბათუმის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნება, რომლის რებილიტაცია და აღჭურვა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ განახორციელა

22 ნოემბერს ბათუმის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნება, რომლის რებილიტაცია და აღჭურვა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ განახორციელა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში თურქეთის საელჩოდან აცნობეს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით, 2017 წელს განხორციელდა ბათუმის შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.
„ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მოწყობილობებით. განხორციელებული პროექტის შედეგად ბათუმის შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი გარდაიქმნა 50 საწოლიან თანამედროვე რეგიონალურ კლინიკად.
პროექტის ფარგლებში მოხდა საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის გადამზადებაც, რათა მათ ჰქონოდათ თანამედროვე სამედიცინო მრავალფუნქციური აპარატურის სრული დატვირთვით გამოყენების საშუალება. ამ მიზნით 2019 წლის თებერვალ-მარტის თვეებში, თურქეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა სამი სხვადასხვა განხრით გადაამზადეს ცენტრის სამედიცინო პერსონალი: ინფექციონისტები, რადიოლოგები და ლაბორატორიის თანამშრომლები, სულ: 18 ექიმი და 20 ექთანი.
ამ პროექტით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA) თავისი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის მიმართულებით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. შედეგად, ბათუმის შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი დღიურად ემსახურება 60 სტაციონარულ და 20 ამბოლატორიულ პაციენტს, რაც ნიშნაცს, რომ წლიურად: 3 000 სტაციონარული და 9-დან - 10 000-მდე ამბულატორიული პაციენტი მიიღბს უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























