მერია - თეთრიწყაროს დასახლებებში მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრების ფარგლებში დასახელებული პრობლემების მოგვარება მიმდინარეობს

მერია - თეთრიწყაროს დასახლებებში მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრების ფარგლებში დასახელებული პრობლემების მოგვარება მიმდინარეობს

ადგილობრივი თვითმმართველობის და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრებისა და დიალოგის ფარგლებში დასახელებული პრობლემების მოგვარება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დადებითად გადაწყდა სოფლების: ბოგვი, საღრაშენი, ჯორჯიაშვილის მოსახლეობის მიერ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასახელებული საკითხი; აღნიშნული სოფლების წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის, შეიცვალა ამორტიზებული 1200 მეტრი წყლის მილი და შედეგად გაუმჯობესდა გრაფიკი.

„აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სოფლების სრულყოფილი წყალმომარაგებისათვის 2020 წელს იგეგება მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს მდინარე ალგეთის წყლის გაფილტვრას ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიით დაქლორვას, ახალი რეზერვუარის მშენებლობას, სოფლებში შიდა ქსელის მოწყობასა და გამრიცხველიანებას. პროექტის საერთო ღირებულება 2 809 000 ლარს შეადგენს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.