მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს“-ამ სახელწოდებით აქციას მესხიშვილის თეატრი შეუერთდა. ისინი ექიმის დაკავებს აპროტესტებენ.

მსახიობებმა ქუთაისში, თეატრის წინ ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. "ვაპროტესტებთ, ქართველი ექიმის დაკავებას. მსახიობები ვუერთდებით ექიმის გათავისუფლების მოთხოვნას", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ექიმი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 11 დღის წინ დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული. მის მხარდასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა.