აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძისგან განმარტებას ითხოვენ, თუ რას ფიქრობს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან კარვებში იმყოფებიან და მათ თორნიკე რიჟვაძე არ უნახავთ.
„ბატონო თორნიკე, გამოდით და შეგვხვდით, განმარტება გააკეთეთ მოსახლეობასთან. სასამართლო პროცესზე წავედით, ამ დროს თორნიკე რიჟვაძემ დრო იპოვა და მთავრობის შენობაში შევიდა. მოვითხოვთ, გააკეთოს განმარტება, რას ფიქრობს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან კარვებია გაშლილი, სადაც ოპოზიციის წევრები იმყოფებიან.

























