ბათუმში შეკრებილები აცხადებენ, რომ თბილისში აქციის დაშლისას ელგუჯა ბაგრატიონი და კიდევ ორი პირი დააკავეს

ბათუმში შეკრებილები აცხადებენ, რომ თბილისში აქციის დაშლისას ელგუჯა ბაგრატიონი და კიდევ ორი პირი დააკავეს

ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება. აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ბათუმში აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თბილისში აქციის დაშლის დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობოდან" ელგუჯა ბაგრატიონი, ასევე პარტიის ორი წევრი გოჩა მჟავანაძე და დავით გეგიაძე დააკავეს.

აქციის მონაწილეები დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანი აქცია დაშალა. უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში. თუ არ სურდა მშვიდობიანი აქცია- მიიღებს უარსს. ბათუმში საპროტესტო განწყობა იგრძნობა. სხვადსხვა ძალები გვიერთდებიან და გაჩერებას არ ვაპირებთ, სანამ თბილისში, რუსთაველზე აქცია იქნება",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბათუმში აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ მესამე კარავი გაშალეს.