წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
„მდგომარეობა არ შეცვლილა. გრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაო. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

























