„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ფოთიდან თბილისში აქციაზე დასასწრებად გამოემგზავრნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ფოთიდან თბილისში აქციაზე დასასწრებად  გამოემგზავრნენ

ფოთში, დღეს დილით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბნენ. 100-მდე ადამიანი თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან.

„ჩვენი სურვილია დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ, "- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით ხომერიკმა.