თორნიკე რიჟვაძე ესტონეთის ელჩს და UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე ესტონეთის ელჩს და UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) წარმომადგენელს ღასან ხალილს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში მხარდაჭერისთვის, როგორიც არის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესება საქართველოსა და მათ შორის აჭარაშიც. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო UNICEF-ს და ესტონეთის საელჩოს იმ სამწლიანი პროექტის განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს ქართველი ბავშვებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ასევე, მნიშვნელოვანია UNICEF-ის, როგორც ბავშვთა უფლებების და უთანასწორობის აღმოფხვრის სფეროში მომუშავე ორგანიზაციის, ძალისხმევა და ჩართლობა ე.წ.ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების პირობების გაუმჯობესების საკითხებში“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.