სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

სამედიცინო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მოთხოვნა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან პირველად არ იმყოფებოდა. მათი თქმით, იგი ხშირად მიდიოდა და მკურნალობდა ადგილობრივ მცხოვრებლებს.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მის მეუღლეს, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს, დღეს უკვე 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში ჩართული არიან, როგორც ომბუდსმენის აპარატი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები.

"ჩატარდა სასამართლო ცხონვალში და მიუსაჯეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ექიმი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, თავისი შეხედულებებისა და პატრიოტიზმის გამოა დაკავებული. ვთხოვ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ და იმოქმედონ ცხინვალის ე.წ მთავრობაზე, რათა გაათავისუფლონ ექიმი უკანონო პატიმრობიდან," - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.