აფხაზეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსული ავიაცია ჩაერთვება

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო აფაზეთში, უღელტეხილზე ხანძრის ჩასაქრობად ავიაციას გააგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა დე ფაქტო მინისტრზე დაყრდნობით „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.
„ჩვენ ახლახანს ვესაუბრეთ რუს კოლეგებს და მივედით იმ დასკვამდე, რომ უღელტეხილზე ხანძრის ჩაქრობაში რუსული ავიაცია ჩაერთვება“,- განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა ლევ კვიწინიამ.
მისივე თქმით, აფხაზურ მხარეს რუსული თვითმფრინავების მხოლოდ საწვავით მომარაგება მოუწევს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრს კერები უღელტეხილზე პირველად 10 ნოემბერს დაფიქსირდა.

























