ქუთაისში, აქციაზე იმ დეპუტატების სია დაწვეს, რომელთაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს

ქუთაისში საპროტესტი აქციამ მერიასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარი დეპუტატების ქმედებას სამარცხვინო და „35 გავრილოვი“ უწოდეს. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად იმ მაჟორიტარი დეპუტატების სახელები და გვარები ამოიკითხეს, რომელთაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც სია პროტესტის ნიშნად დაწვეს.
მათი თქმით, ამ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ადამინებს თვალები მეორედ დათხარეს.
"ეს ადამიანები არიან სამარცხვინოები და ასე დაიფერფლება "ქართული ოცნება". არ ვაპატიებთ ჩვენს მოტყუებას და გავაპროტესტებთ, ვიდრე დაპირება არ შესრულდება", -განაცხადეს აქციის მინაწილეებმა.
მათ დაგმეს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ქმედება და მას "ქუთაისის სირცხვილი" უწოდეს.

























