გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 12:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, არაშენდა, საგურამო, ახალსოფელი, გალავანი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 12:00-დან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში, სოფლებში: ანანური, ბიჩნიგაურები, ცივწყარო, თანდილაანთკარი და მიმდებარე სოფლები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























