კახეთში, ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში დაკვამლიანების რამდენიმე კერა შეინიშნება

კახეთში, სოფლებთან - ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში დაკვამლიანების რამდენიმე კერა შეინიშნება. აღნოშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სოფელ ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. „დანარჩენ კერებზე კი ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან. ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























