ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ტექნიკური შეხვედრის ფორმატით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ კოდასთან გუშინ ორი ადამიანის დაკავების ფაქტსაც გააჟღერებენ.

„დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა უკავშირდება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს და საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ აქტივობებს. ასევე ყველა იმ ნეგატიურ პროცესს, რაც საოკუპაციო ძალებმა დაუკავშირეს აღნიშნულ მოვლენას, კერძოდ, აქ ვგულისხმობ გადასავლელების ჩაკეტვის საკითხს. ჩვენ კვლავ გავაჟღერებთ ჩვენს პოზიციას და ხედვებს ადგილზე დაძაბულობის დაწევის და თანდათანობით ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებისთვის აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ ჩვენი შეხვედრის ძირითადი თემა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი შეხვედრის თემა არის, ჩორჩანას ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები, ჩვენ რა თქმა უნდა უკანონოდ დაკავების საკითხსაც გავაჟღერებთ“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

იხილეთ ვიდეო: ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს