ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში შეხვედრა გაიმართება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში, დღეს მორიგი ტექნიკური შეხვედრა შედგება.
აღნიშნულ ფორმატში ტექნიკური შეხვედრები ორი თვის წინ დაიწყო, როცა გამყოფ ხაზთან მდებარე ჩორჩანას სიახლოვეს საგუშაგოების საკითხმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება გამოიწვია.
დღემდე გამართულ ტექნიკურ შეხვედრებზე მოლაპარაკების მონაწილეები კონკრეტულ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ, თუმცა, თანხმდებიან, რომ შეხვედრა და დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

























